იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხზე კენჭისყრა ჩატარდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში მოხდება პოზიციების შეჯერება და ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართება.

კომიტეტში სიტყვით 8 კანდიდატი: ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფიო სოხაძე, გიორგი ტურაზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე და თეიმურაზ ჯერვალიძე გამოვიდნენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების მოსმენა დაასრულა.

ნოდარ პაპუკაშვილის წარმდგენია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სულხან სალაძის - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ლიკა საჯაიას - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სოფიო სოხაძის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, გიორგი ტურაზაშვილის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კახა წიქარიშვილის - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, დიმიტრი ხაჩიძის - ა(ა)იპ უფლებები საქართველო, თეიმურაზ ჯერვალიძის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი და იურისტთა ასოციაცია.

როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მას შემდეგ რაც შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა იქნება.

პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. სულ წარდგენილი იყო 32 კანდიდატი და მათთან გასაუბრების პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხზე კენჭისყრა ჩატარდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში მოხდება პოზიციების შეჯერება და ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართება.

კომიტეტში სიტყვით 8 კანდიდატი: ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფიო სოხაძე, გიორგი ტურაზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე და თეიმურაზ ჯერვალიძე გამოვიდნენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების მოსმენა დაასრულა.

ნოდარ პაპუკაშვილის წარმდგენია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სულხან სალაძის - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ლიკა საჯაიას - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სოფიო სოხაძის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, გიორგი ტურაზაშვილის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კახა წიქარიშვილის - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, დიმიტრი ხაჩიძის - ა(ა)იპ უფლებები საქართველო, თეიმურაზ ჯერვალიძის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი და იურისტთა ასოციაცია.

როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მას შემდეგ რაც შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა იქნება.

პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. სულ წარდგენილი იყო 32 კანდიდატი და მათთან გასაუბრების პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი