რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, რომ ბოლომდე იყოს დათრგუნული და მისი ადგილი იყოს ნული - დღესაც კიდევ ერთხელ დაამცირეს

„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, რომ ბოლომდე იყოს დათრგუნული და მისი ადგილი იყოს ნული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გოცირიძემ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის როლზე და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს იქამდე, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ეტყვის.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე ავტონომიური გადაწყვეტილებაც რომ მიიღოს, მაინც არავინ დაიჯერებს, რომ ეს დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო.

მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ტყუილად არ მისწერა წერილი. ბიძინა ივანიშვილიც საფრანგეთის მოქალაქეა. ორი საფრანგეთის მოქალაქის ხელშია მიხეილ სააკაშვილის ბედი. ერთი პრემიერ-მინისტრი იყო, მეორე - პრეზიდენტია. ოღონდ, სალომე ზურაბიშვილს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ ეტყვის არ შეიწყალებს, სალომე ზურაბიშვილი არის ბერკეტი, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს.

სალომე ზურაბიშვილმა ავტონომიური გადაწყვეტილება, რომ მიიღოს ყოველთვის იტყვიან, რომ ეს გადაწყვეტილება მისი მიღებული არ არის, იტყვიან ეს ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ამას არავინ დაიჯერებს, რადგან მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამცირებენ: ევროპაში არ გაუშვეს, თვითმფრინავი არ მისცეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ჩამოსვლა აეროპორტში გაიგო, სუფრაზეც არ დაპატიჟეს, ანუ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, რომ ის ბოლომდე იყოს დათრგუნული და მისი ადგილი იყოს ნული. ხომ შეიძლება ცოტა მოეფერო, იმიტომ , რომ ხვალ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, არ აკეთებენ ამას, დღესაც კიდევ ერთხელ დაამცირეს. „ქართული ოცნების“ პოზიცია ასეთია, სალომე ზურაბიშვილი არ არსებობს და მისთვის არანაირი ანგარიში არ უნდა იყოს გაწეული. ზურაბიშვილის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რეალურად რამდენად ემუქრება საფრთხე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, როგორც ამერიკელი ექსპერტების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნით და სასამართლო პროცესზე მიხელ სააკაშვილის დანახვით, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნდა, რომ სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, „ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას არასდროს მიიღებს.

გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა. გიორგი რურუა, რომელზეც ამბობდა რომ არასდროს გაათავისუფლებდა, ირაკლი ოქრუაშვილიც მან გაათავისუფლა“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს