ესტონეთის პრემიერი - ასეთი ხუმრობა გამიგია: "ერთადერთი რუსები, რომლის თავისუფლებისთვისაც რუსეთი ომობს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ" - განათლების მიღების ენა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია

განათლების მიღების ენა - ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ETV+-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემის ესტონურ ენაზე გადაყვანის ახალ გადაწყვეტილებასა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს.

“კავშირი იმ მხრივ არსებობს, რომ განათლება - ეს უსაფრთხოების საკითხია. რას შვება რუსეთი? ის ცდილობს სხვა ქვეყნებში რუსულენოვნების “გათავისუფლებას” - ხალხის, რომლებსაც არანაირი გათავისუფლება არ სჭირდება. ასეთი ხუმრობა გამიგია: "ერთადერთი რუსები, რომლის თავისუფლებისთვისაც რუსეთი ომობს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ". რუსეთის შიგნით თავისუფლების მხრივ საქმეები არც ისე კარგადაა. თუმცა ნათელია, რომ არის განსაკუთრებული გამიზნული პროპაგანდა - და, ვთქვათ, ისტორიის გაშუქება. და ეს უსაფრთხოების საკითხია”, - აღნიშნა კალასმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთისთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, უსაფრთხოების საკითხია, რომ მისი მოქალაქეები ერთ საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობდნენ და არ შეიქმნას ვითარება, რომ რუსულენოვანმა ხალხმა უარესი განათლება მიიღოს და ამის გამო ნაკლები შესაძლებლობები და სრულიად სხვა მსოფლმხედველობა ჰქონდეთ.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც განათლების ესტონურ ენაზე გადასვლას უწყობს ხელს, კერძოდ კი ადგენს, რომ სკოლებსა და საბავშვო დაწესებულებებში განათლების მიღების ენას ესტონური ენა წარმოადგენს. 20 დეკემბერს კანონს პრეზიდენტმა ალარ კარისმა მოაწერა ხელი.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით