გიული ალასანია - გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა - თუ დასჭირდა რამდენიმე დღე მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს პროცესი, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა „გაუთავებლად“ გრძელდება.

მისივე თქმით, „ალბათ, განგებ მოხდა, რომ [პროცესი] ახალ წლამდე მოიტანეს, რომ მერე კიდევ გაიწელოს [საქმის განხილვა]".

როგორ ალასანია აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესი დაჩქარებულად უნდა წარიმართოს.

„გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. მე არ ვიცი რამდენი დღე დასჭირდება კიდევ. თუ დასჭირდა რამდენიმე [დღე] მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს და შემდეგ გაგრძელდეს, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!“ - განაცხადა გიული ალასანიამ.

როგორც ალასანია აღნიშნავს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო