ქართული პრესის მიმოხილვა 04.01.2023

როგორი იქნება 2023 წელი - ორი პოლიტიკური პროგნოზი

სტოლტენბერგი მოკავშირეებს მოუწოდებს რუსეთის დამარცხებისთვის მეტი გააკეთონ - „უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის და მათი წვლილი მეტი უნდა იყოს“

***

როგორი იქნება 2023 წელი - ორი პოლიტიკური პროგნოზი

“იქნება თუ არა 2023 წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად უფორ აქტიური და რა პროცესების განვითარებას შეიძლება ვველოდოთ? - ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მომავალი წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოგვანიჭებენ თუ არა, ამ წელს უნდა გაირკვეს. მიუხედავად ამისა, არ ელის, რომ სიტუაცია პოლიტიკურად დაძაბული იქნება და რამე რადიკლური ცვლილებები მოხდება. ფიქრობს, რომ ყველაფერი მაინც უკრაინა-რუსეთის ომზე იქნება დამოკიდებული, რადგან საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკაც ამაზეა მიბმული. რაც შეეხება სააკაშვილის თემას, ძაბირაძე აქაც ვარაუდობს, რომ სანამ მის სიცოცხლეს სააფრთხე რეალურად არ დაემუქრება, ხელისუფლება ქვეყნიდან მის გაყვანის გადაწყვეტილებას არ მიიღებს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორი იქნება 2023 წელი - ორი პოლიტიკური პროგნოზი

„პოლიტოლოგი იგორ კვესელავა კი პროგნოზირებს, რომ საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტს შეიწყალებს. „არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, ხოლო ეს შეწყალება ქულების დაწერა იქნება თუ სამართლიანობა, ისტორიის შესაფასებელია. მე რომ ვიყო პრეზიდენტი, შევიწყალებდი“ - ამბობს „რეზონანსი“ საუბრისას იგორ კვესელავა. მისი თქმით, 2022 რთული წელი იყო მთელი მსოფლიოსთვის, რადგან რუსეთ-უკრაინის ომი ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომია. „სამყარო გადავიდა სხვა განზომილებაში, სხვა სივრცეში. ამ ომმა გლობალური პოლიტიკა გადაიყვანა სხვა რელსებზე და ამან ასახვა ჰპოვა საქართველოზეც. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი წელი იყო, აღსანიშნავია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ სწორი ნაბიჯები გადადგა საგარეო პოლიტიკაში, შევინარჩუნეთ მშვიდობა და არ ჩავერიეთ ომში, რომელიც საქართველოსთვის დამანგრეველი იქნებოდა. ამ მიმართულებით ხელისუფლება სწორად წავიდა. რაც შეეხება ეკონომიკას, რა თქმა უნდა, არის პრობლემები მთელ მსოფლიოში, რაც უკავშირდება ომს. ხელისუფლებამ აქაც სწორად იმოქმედა, „ოცნების“ მინისტრები არ მყავს მხედველობაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, მან პროცესები წაიყვანა ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - თქვა კვესელავამ „რეზონანსთან“. „საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი 2023 წელს უკრაინის ომი იქნება. „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ქვეყნის შიგნითაც და მის გარედანაც სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს. უნდა თუ არა ჩვენს ხელისუფლებას ახლა ჩვენი ქვეყნის ბედიც სწორედ ამ ომზე გაივლის. თუ უკრაინა - რუსეთის დაპირისპირებაში მკაფიოდ გამოიკვეთება გამარჯება ვის მხარეს არის, აქ კიდევ შეიძლება მძიმე პოლიტიკური პროცესები განვითარდეს. თუ იგივე ვითარება დარჩება რაც დღეს არის და ეს ომი დროში გაიწელა, სიტუაცია ჩვენს ქვეყანაშიც რადიკალურად არ შეიცვლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ვახტანგ ძაბირაძე კი არ ელის, რომ რთული ზაფხული და პოლიტიკური წელი გვექნება. „უფრო გააქტიურებას შემოდგომაზე უნდა ველოდოთ. რაც შეეხება სააკაშვილს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, არ ვაპირებ მოსაზრება შევიცვალო, ისევ იმ აზრზე ვარ, რომ სანამ ხელისუფლება არ ჩათვლის მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მანამდე ქვეყნიდან გაშვების გადაწყეტილება არ მიიღეს. „ოცნებას“ ხელს ნამდვილად არ აძლევს, რომ მისი სიცოცხლე ლეტალურად დასრულდეს. თუ ჩათვლის, რომ ასეთი გამოსავალი ჯერჯერობით არის, მანამდე ასე ეყოლებათ. ასევე თუკი ევროპის აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩათვლიან, რომ „ოცნების“ მიმართ უფრო კატეგორიულები უნდა იყვნენ. აქ არ ვთვლი ევროპარლამენტარებს და ცალკეულ ჩინოვნიკებს. ეს ფატქორები იქნება განსმაზღვრელი სააკაშვილი ციხეში დარჩება თუ არა“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. რაც შეეხება იმას შესაძლოა თუ არა 2023 წელს შიდა ფაქტორებმა ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს და სააკაშვილის გაშვების გადაწყვეტილება მიიღოს, ძაბირაძე ამას გამორიცხავს. მისი აზრით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყანაში რაიმე მასობრივი გამოსვლები არ იქნება. „რეალობა ასეთია რომ სააკაშვილი მოსახლეობის ორი მესამედისთვის ან მიუღებელია, ან კიდევ სულერთია. როდესაც მოსახლეობის ორი მესამედი ასეა განწყობილი, ხელისუფლებისთვის ეს საშიში სიტუაცია არ არის. ანუ შიდა გააქტიურების მხრივ, რაც არ უნდა ქნას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს არ იმუშავებს. ხელისუფლებას ვერ აიძულებენ, რომ რამე ქმედითი ნაბიჯი გადადგას. ხელისუფლება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტს მშვენივრად აკონტროლებს. ხოლო თუ ამ პრობლემას კიდევ საგარეო ფაქტორი დაემატება, მაშინ სხვა რეალობას მივიღებთ. მე იმასაც გამოვრიცხავ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მინიჭება სააკაშვილის გათავისუფლებაზე გახდეს დამოკიდებული. ეს განცხადებები არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისგან, რომლებიც სააკაშვილის გულშემატკივრები არიან. მიუხედავად მკაცრი რეზოლუციისა, ვნახეთ, რომ შავი ზღვის ფსკერზე კაბელის ჩაგდება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დასავლეთი ბოლომდე ეცდება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთნ ურთიერთობა არ გააფუჭოს. მათთვის ეს ქვეყანა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თვალს დახუჭავენ არა მხოლოდ სააკაშვილზე, არამედ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე“, - აცხადებს ძაბირაძე, - განაგრძობს გამოცემა.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა არის, ევროინტეგრაციის მხრივ თუ გვექნება წარმატება და 2023 წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არა. ამაზე იგორ კვესელავა აცხადებს, რომ პოლარიზაცია ქვეყანაში არ შემცირებულა და თუ ასე გაგრძელდა და ვერ მოიძებნა კომპრომისი, რა თქმა უნდა, 2023 წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, კვესელავა მომავალი წლიდან დიდი პოლიტიკურ ბატალიებს პროგნოზირებს. „მომავალი წლიდან დაიწყება უკვე ბრძოლა ხელისუფლებისთვის. „ოცნებამ“ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ამიტომ მოსალოდნელია, რომ მის წიაღშივე წარმოიშვას ახალი ძალა. ეს ძალა უკვე არის, „ხალხის ძალის“ სახელით, რომელიც მომავალ წელს უფრო გაძლიერდება, ჩამოყალიბდება პარტიად და, დიდი ალბათობით, მომავალ არჩევნებში 5%-იან ბარიერსაც გადალახავს. პროცესები დაიწყება უკვე მარტიდან. ეს ყვლაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი. ჯერ კიდევ როდის ამბობდა, რომ ახალი ძალა „ქართული ოცნების“ წიაღში წარმოიშვებაო. მმართველ გუნდთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი ასეთია - „ოცნება“ უმრავლესობით პარლამენტში ვეღარ მოვა,“ - ამბობს იგორ კვესელავა, - წერს სტატიის ავტორი.

სტოლტენბერგი მოკავშირეებს მოუწოდებს რუსეთის დამარცხებისთვის მეტი გააკეთონ - „უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის და მათი წვლილი მეტი უნდა იყოს“

„ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტემბერგი მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ რუსეთის დამარცხებისთვის უკრაინის დასახმარებლად იმაზე მეტი გააკეთონ, ვიდრე 2022 წელს. თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანასთან" აღნიშნავს, რომ გენმდივნის მკაცრი განცხადება გამომდინარეობს იქიდან, რომ სამხედრო დახმარებას ძირითადად აშშ და დიდი ბრიტანეთი უწევენ, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნები კი გარკვეული გარემოებების გამო თავს იკავებენ, ეს მოწოდება კი მათი მისამართით იყო”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სტოლტენბერგი მოკავშირეებს მოუწოდებს რუსეთის დამარცხებისთვის მეტი გააკეთონ - „უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის და მათი წვლილი მეტი უნდა იყოს“

„როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ყველაზე სწრაფი გზაა მშვიდობისკენ. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მოლაპარაკების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას. სტოლტენბერგმა ასევე ნათლად დააფიქსირა, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის საბრძოლო ობიექტებზე თავდასხმას სრულიად კანონიერად მიიჩნევს. მისი თქით, რუსეთის პრეზიდენტი ზამთარს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღად იყენებს. „ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, ასევე უკრაინას... „ეს არ არის რუსეთის მხრიდან თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე, ეს არის მასობრივი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე იმიტომ, რომ სწორედ მილიონობით უკრაინელს ეზღუდება წვდომა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ მოკავშირეებს გააკეთონ მეტი. ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უზრუნველყონ უკრაინის გამარჯვება და არ დაუშვან პუტინის გამარჯვება",- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, - არნიშნავს გამოცემა.

„კორნელი კაკაია აცხადებს, რომ საომარი სიტუაცია ახლა გაურკვევლობის ფაზაშია, რაც დასავლეთს აშინებს. დიპლომატიურიო მოლაპარაკებების შანსი კი, მისი თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს და სიტუაცია მოითხოვს, რომ რეალურად ყველაფერი იარაღმა უნდა გადაწყვიტოს. „სტოლტენბერგის ეს განცხადება პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი სტატუს-კვოს პირობებში, (მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ თავის დაცვა შეძლო), მისი გამარჯვება გარანტირებული არაა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთმა ახალი მობილიზაციის დაწყება შეძლო. „იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, მეტ დახმარებას საჭიროებს, ვიდრე დღეს დასავლეთი უწევს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სამხედრო კუთხით ძიორითადი დახმარება აშშ-დან მიდის, ევროპის სახელმწიფოების დახმარება ძალიან მინიმალური და არასაკმარისია, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს არაადეკვატურია. „ზოგიერთი ქვეყანა თავს სხვადასხვა მიზეზის გამო იკავებს, ზოგს რუსეთთან დაპირისპირება არ უნდა, ეს რაღაცნაირად უნდა შეწყდეს. სამწუხაროდ ისეთი სიტუაციაა, რომ შუალედური ვარიანტი არ არსებობს, ან ერთმა უნდა გაიმარჯვოს, ან მეორემ. მოილაპარაკების შესაძლებლობა დღე არაა. „უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის და მათი წვლილი მეტი უნდა იყოს, ვიდრე დღესაა. გენმდივნის მკაცრი განცხადება სწორედ აქედან გამომდინარეობს. ევროპის ქვეყნებს უფრო მეტი შუძლიათ და მეტი უნდა გაიღონ. მაგალითად გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ეს საერთაშორისო პოლიტიკისა და ევროპის მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. ამას ხანდახან ვერ გრძნობენ ხოლმე”, - განაგრძობს გამოცემა.

„იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, ის უნდა მიეცეს, რასაც ითხოვენ. აქ კი, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, არაფერია ისეთი, რაც დასავლეთს არ შეუძლია. უბრალოდ საჭიროა ცოტა მეტი გამბედავობა და მონდომება გამოიჩინონ. ხვალ რომ უკრაინა დაეცეს, პუტინის რუსეთი ამაზე არ გაჩერდება და საფრთხე სხვა ქვეყნებსაც დაემუქრება. „დასავლეთი ფინანსურად და ეკონომიკურად ეხმარება, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. უკრაინამ პირველ რიგში ბრძოლის ველზე უნდა გაიმარჯვოს და მერე ევროკავშირი ფინანსურად და ეკონომიკურად დაეხმარება, რაშიც ორი აზრი არაა. შესაძლოა უფრო მეტადაც, ვიდრე ახლა აშშ. „საომარი სიტუაცია ახლა გაურკვებვლობის ფაზაშია, ასე დიდხანს ვერ გაჩერდება, რაც დასავლეთს აშინებს. დიპლომატიური მოლაპარაკებების არავითარი შანსი არაა, რეალურად ყველაფერი იარაღმა უნდა გადაწყვიტოს და ბრძოლის ველზე გამოჩნდეს ყველაფერი, ამიტომ შეიარაღების მიწოდებაში ერთიანობაა საჭირო",-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით