ლევან ხაბეიშვილი ანზორ მელიაზე - ასეთი ადამიანები ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ პირადი მიზნებიდან გამომდინარე, თუნდაც მის შვილს სჭირდებოდეს

მართლა გულწრფელად ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადება, რომლის თქმით, არ იყო საჭირო ერთი და იგივე მოთხოვნით ორი აქციის ჩატარება.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ პირადი მიზნებიდან გამომდინარე, თუნდაც შვილის გამო.

„სოლიდარობა პრეზიდენტ სააკაშვილს. აქ ვართ შეკრებილები იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გულწრფელად ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ პირადი მიზნებიდან გამომდინარე, თუნდაც ეს მის შვილს სჭირდებოდეს. მართლა გულწრფელად ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო. აქ არ ვაპირებთ არავისზე პასუხების გაცემას, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ფეიგინის მიერ ინიცირებულ ინიციატივას ვუერთდებით, ჩვენი პროტესტი დავაფიქსიროთ. კონკრეტული ადამიანები საზოგადოებას მიმართავენ, ასევე პროექტორით მივანათებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოებს, როგორ გამოიყურებოდა და როგორ გამოიყურება ახლა, მეტი ლუსტრაციისთვის, მათ შორის საერთაშორისო მედიისთვის მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი აქცია იყოს კარგად ორგანიზებული. შემდეგ უკვე აქედან ბიძინა ივანიშვილის სახლთან მსვლელობით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პროტესტს რუსი ოლიგარქისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა ნიკა მელიასა და მას შორის კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილმა განმარტა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს.

„პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს, თუ მოუნდებოდა, დაგვიძახებდა. როცა მოუნდა, მან საჯარო პოსტი დაწერა. ამიტომ, მარტივ რამეს გეტყვით, ჩვენ რომ ვეთანხმებოდეთ მის ოთახში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომ ვეთანხმებოდეთ „ცხელი შემოდგომა“ რომ დააანონსა და მას შემდეგ არავის უნახავს საჯაროდ მოქმედებასა და და მოძრაობაში, რომ ვეთანხმებოდეთ იმას, რომ ოფისები იკეტებოდეს რაიონებში ( 50-ზე მეტი ასეთი ოფისია), რომ ვეთანხმებოდეთ უმოქმედობას და უმოძრაობას, არჩევნებიც არ გვექნებოდა. არჩევნები გვაქვს, რადგან ამ საქმიან ნაწილში შეუთანხმებლობა გვაქვს. შესაბამისად, ამომრჩეველი გადაწყვეტს როგორი „ნაციონალური მოძრაობა უნდა, აქტიური, ამოქმედებული, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლი თუ ისეთი, როგორიც აქამდე იყო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე საუბრისას ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა, რომ „არ იყო საჭირო ერთი და იგივე მოთხოვნით ორი აქციის გაკეთება“ და „ვაი, იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს“.

ანზორ მელიას თქმით, ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ახლა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველა ერთად უნდა იყოს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრები ჰქონდეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო