რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს ულოცავს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„16-17 თებერვალს ეზიდები, მათ შორის - საქართველოს ეზიდური თემი წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეზიდთა წარმოდგენაში, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასი კი ზღვაში მოგზაურთა მფარველი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"