შალვა ხაჭაპურიძე - კლინიკაში ხედავენ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი, ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს, ამიტომ ამბობენ: „იცით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პაციენტი არ გვემორჩილება“, რაც ტყუილია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „რუსი ენდოკრინოლოგია“.

მისივე თქმით, კლინიკა „ვივამედის“ მედპერსონალს გააზრებული აქვთ ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ისინი ცდილობენ არსებული ფაქტი პაციენტს დააბრალონ.

„გუშინდელი განცხადება რუსი ენდოკრინოლოგის განცხადება იყო, ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი. მას რუსეთში აქვს განათლება მიღებული. ერთი სპეცოპერაცია რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიმართულებით და მეორე სპეცოპერაცია აქ იყო დაწყებული. ვერაფერს სხვა დასკვნას ვერ გავაკეთებ. ამ ხნის განმავლობაში მსგავსი ტიპის ფორმატში პრესკონფერენციების ჩატარება არ ხდებოდა, ჩვენთვის არ განუმარტავთ. მარტივია, ისინი აშკარად ხედავენ, მიხეილ სააკაშვილი რამდენად მძიმე მდგომარეობაშია, იგი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს. ამიტომ ისინი ამბობენ, რომ იცით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პაციენტი არ გვემორჩილება, რაც არის ტყუილი“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განმარტებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსამართლის განჩინება ჯერჯერობით სრულად არ დაუკმაყოფილებია და ვიდეო-კადრების ნაწილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნაა ასახული, ადვოკატებისთვის არ გადაუცია.

„მოსამართლე გიორგი არევაძემ განჩინება გამოსცა, რომ ჩვენთვის ვიდეო მასალა უნდა გადმოეცათ, თუმცა ჯერჯერობით გადმოგვეცა რამდენიმე თვის მასალა და მთელი ერთი წლის მასალა არ გადმოუციათ. განსაკუთრებით, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია, ვგულისხმობ გულყრის ეპიზოდებს“, - დასძინა ადვოკატმა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს