შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უკვე ძალიან ბევრი ტერმინის გაუფასურება მოახდინა - სიტყვა პერმანენტულმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა

ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უკვე ძალიან ბევრი ტერმინის გაუფასურება მოახდინა - სიტყვა პერმანენტულმაც უკვე დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მუდმივობიდან ერთწუთიან აჟიოტაჟად გადაიქცა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერის, აკია ბარბაქაძის მიერ პერმანენტული აქციების დაანონსებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ იმას ახერხებს, რომ გააუფასუროს ყველაფერი, რაც დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

„ყველაფერი უკვე სერიოზულობას კარგავს. ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უკვე ძალიან ბევრი ტერმინის გაუფასურება მოახდინა. ვხედავთ, რომ ტერმინს - ბოიკოტი, უკვე თვითონაც არ ეკიდებიან სერიოზულად. გააუფასურეს ამ პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა. სიტყვა პერმანენტულმაც უკვე დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მუდმივობიდან ერთწუთიან აჟიოტაჟად გადაიქცა. ერთადერთი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ახერხებს ისაა, რომ გააუფასუროს ყველაფერი, რაც დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ყოველ ჯერზე საზოგადოებისგან პასუხს იღებენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა აკია ბარბაქაძემ მიმართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

„ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს ვიწყებთ. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის! აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ, ახლა „უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ეს არის ჩვენი რეალობა“,- განაცხადა ბარბაქაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?