ნინო ჩიკვაშვილი - მაღალი კლასის მოსწავლეები დაწერენ ესეს, რომელიც ემსახურება დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ესეების კონკურსს ატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელმა, ესსების კონკურსის ორგანიზატორმა ნინო ჩიკვაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა, ფულბრაითის პროგრამის წარმომადგენელმა ენდრიუ ნუქსოლიმ განაცხადეს.

ესეების კონკურსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელმაც დემოკრატიის მნიშვნელობასა და ილია ჭავჭავაძის როლზე ისაუბრა. ასევე, ელჩმა სკოლა პროგრესის დამფუძნებელს ნინო ჩიკვაშვილს მადლობა გადაუხადა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი კონკურსი “ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი” ეძღვნება იუნკერების ხსოვნას. სწორედ მათი საგმირო საქმის გამო მათ მოვიხსენიებთ, როგორც დემოკრატიის, ქვეყნის ერთგულებისა და დაცვის მაგალითს. მაღალი კლასის მოსწავლეები დაწერენ ესეს, რომელიც ემსახურება დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას, რათა ახალგაზრდებმა გააცნობიერონ და სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ დემოკრატიაზე, პრინციპებსა და ღირებულებებზე. ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ დემოკრატიის საფუძვლები და განვავითაროთ. ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ საქართველოში ატარებს ესეების კონკურსს “ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი”. საუკეთესო მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატს, რომელსაც გასცემს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პარტნიორობით. პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაერო-ს კონფერენციაზე: “შეცვალე მსოფლიო”. ასევე, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ „პროგრესში“ ამერიკული პროგრამის (AP) სწავლის სრულ დაფინანსებას, რომელიც მათ მისცემს შანსს ჩააბარონ და სწავლა გაარძელონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში", - განაცხადა ნინო ჩიკვაშვილმა.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“-ს ინფორმაციით, კონკურსში - "ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი” საქართველოს მასშტაბით X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.

ესეების კონკურსი 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების ხსოვნას და საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეძღვნება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში