ოკუპირებული აფხაზეთი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის გატანაზე შეთანხმდნენ

ოკუპირებული სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის გატანაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრზე, ინალ არძინბაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არძინბას განცხადებით, „მხარეები“ განიხილავენ ერთობლივ პროექტებს, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

„ჩვენი ბიზნეს სუბიექტები უკვე აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს და კონტრაქტებს ბელარუსის რესპუბლიკისთვის აფხაზური ღვინის მიწოდების თაობაზე. განიხილება აგრეთვე სხვა სასაქონლო პროდუქცია, რომელიც იწარმოება აფხაზეთში, მეორე მხრივ კი, ბელარუსული საქონელი, მათ შორის რძის პროდუქტები, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკას მიეწოდება“, - განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, სოხუმი და მინსკი ტურიზმის სფეროში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას განიხილავენ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა