ბადრი ჯაფარიძე - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - მთავარი, რაც გვჭირდება არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ცვლილებაა

„ქართული ოცნება“ დისკრედიტირებულია, ეს კოსმეტიკური ცვლილებები იმ მიზანს ემსახურება, თითქოს რაღაც ცვლილებას აკეთებენ - მივესალმები, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს, მაგრამ ამ მოცემულობაში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ასეთი მარწუხები აქვს თავის წევრებზე, ვეჭვობ, ასეთი რამ მოხდეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, მმართველ გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ შიგნით გადაადგილებები საინტერესო არ არის და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“.

„ ეს ძალა თავისი ბუნებით დესტრუქციულია. ძალაა, რომელმაც მოახერხა და მეორედ გამოიყვანა თავისი უმსგავსობის გამო ჩვენი თანამოქალაქეები ქუჩაში.

ეს არის ძალა, რომელიც დისკრედიტირებულია. ცხადია, ეს კოსმეტიკური ცვლილებები იმ მიზანს ემსახურება, რომ თითქოს რაღაც ცვლილებას აკეთებენ. მთავარი, რაც გვჭირდება, ეს არის არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ცვლილება რაც შეიძლება სწრაფად, რათა ქვეყანამ ნორმალური განვითარება განაგრძოს. თუ ვინმეს მოაქვს ქვეყნისთვის საფრთხე და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ემუქრება, ეს „ქართული ოცნებაა“. ეს ძალა შეცვლილი უნდა იყოს დემოკრატიული, კოალიციური მმართველობით, ამ მმართველობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს ეყრებოდა კენჭი, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა უთხრა, რომ წინააღმდეგები იყვნენ მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის, თუმცა მაინც დაუჭირეს მხარი კენჭისყრაზე მანდატის შეწყვეტას.

„თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს პარლამენტში, კენჭი ეყრება მთავრობის შემადგენლობას. მე სპეკულაციებში არ შევალ. როგორც ვიცი ორმა ადამიანმა არ მისცა ხმა{ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს}. დაველოდოთ, „ქართული ოცნება“ როგორ ეცდება, რომ არ დაკარგოს უმრავლესობა, ალბათ ეს არის მათი საზრუნავი. მე მივესალმები, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს. ამ მოცემულობაში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ასეთი მარწუხები აქვს თავის წევრებზე, ვეჭვობ, ასეთი რამ მოხდეს.

ჩემი მანდატის შეწყვეტის დროს, ჩემთან რამდენიმე დეპუტატი იყო მოსული და თქვეს, რომ წინააღმდეგები იყვნენ ჩემთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე, მაგრამ მიაჭირა ღილაკს ხელი. ვერ დაგისახელებთ, ამ ადამიანების კონფიდენციალურობა უნდა შევინარჩუნო“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

გარდა ამისა, მან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ფარისევლურია მმართველი გუნდის განცხადება, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება სურთ.

„ეს არის მატყუარა ძალა. ჩვენმა საზოგადოებამ იმდენი ტყუილი ნახა, რომ ფარისევლური დაპირება, რომ უნდათ 12 რეკომენდაციის შესრულება არასდროს იქნება მიღებული ჩვენი საზოგადოების მიერ.

კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი მათ აღარ აპატიებთ იმ ტიპის მზაკვრობას, რომელიც ვნახეთ რუსეთის კანონის პირველი მოსმენით მიღებაზე. ძალაუფლების დაკარგვის შიში აიძულებთ ისაუბრონ ვითომდა განზრახვაზე, რომ რეკომენდაციებს შეასრულებენ“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

ამასთან, მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „ლელო“ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ეს ეროვნული დღეა. არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, რომ მან განსაზღვროს იმ დღის წესრიგი. ჩვენ, არ გვაქვს დაგეგმილი ამ აქციაში მონაწილეობა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ჩვენი ღონისძიებები, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენას ეხება. მიგვაჩნია, რომ ამ დღის მნიშვნელობაზე საუბარი არასდროს არის ზედმეტი. რაც შეეხება ამ აქციას, ვერცერთ პოლიტიკურ პარტიას ვერ დაუშლი, რომ გამოაცხადოს აქცია კონკრეტულ დღეს. ცხადია, ის პრაქტიკა, რომ ერთმა პარტიამ გამოაცხადა აქცია და სხვები უნდა შეუერთდნენ, რომელსაც საკუთარი დღის წესრიგი აქვს, არ მიმაჩნია სწორ პრაქტიკად. არც ის მიმაჩნია სწორ პრაქტიკად, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს სხვა დატვირთვის აქცია გამოაცხადო. ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

გარდა ამისა, მან შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ხედავს.

„მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაფიოა, ამ კაცის ადგილს ვერ ვხედავთ ქართულ პოლიტიკაში. მისი განცხადებები დამაზიანებელია ქართული პოლიტიკისთვის“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ბადრი ჯაფარიძე - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - მთავარი, რაც გვჭირდება არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ცვლილებაა

„ქართული ოცნება“ დისკრედიტირებულია, ეს კოსმეტიკური ცვლილებები იმ მიზანს ემსახურება, თითქოს რაღაც ცვლილებას აკეთებენ - მივესალმები, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს, მაგრამ ამ მოცემულობაში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ასეთი მარწუხები აქვს თავის წევრებზე, ვეჭვობ, ასეთი რამ მოხდეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, მმართველ გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ შიგნით გადაადგილებები საინტერესო არ არის და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“.

„ ეს ძალა თავისი ბუნებით დესტრუქციულია. ძალაა, რომელმაც მოახერხა და მეორედ გამოიყვანა თავისი უმსგავსობის გამო ჩვენი თანამოქალაქეები ქუჩაში.

ეს არის ძალა, რომელიც დისკრედიტირებულია. ცხადია, ეს კოსმეტიკური ცვლილებები იმ მიზანს ემსახურება, რომ თითქოს რაღაც ცვლილებას აკეთებენ. მთავარი, რაც გვჭირდება, ეს არის არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ცვლილება რაც შეიძლება სწრაფად, რათა ქვეყანამ ნორმალური განვითარება განაგრძოს. თუ ვინმეს მოაქვს ქვეყნისთვის საფრთხე და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ემუქრება, ეს „ქართული ოცნებაა“. ეს ძალა შეცვლილი უნდა იყოს დემოკრატიული, კოალიციური მმართველობით, ამ მმართველობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს ეყრებოდა კენჭი, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა უთხრა, რომ წინააღმდეგები იყვნენ მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის, თუმცა მაინც დაუჭირეს მხარი კენჭისყრაზე მანდატის შეწყვეტას.

„თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს პარლამენტში, კენჭი ეყრება მთავრობის შემადგენლობას. მე სპეკულაციებში არ შევალ. როგორც ვიცი ორმა ადამიანმა არ მისცა ხმა{ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს}. დაველოდოთ, „ქართული ოცნება“ როგორ ეცდება, რომ არ დაკარგოს უმრავლესობა, ალბათ ეს არის მათი საზრუნავი. მე მივესალმები, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს. ამ მოცემულობაში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ასეთი მარწუხები აქვს თავის წევრებზე, ვეჭვობ, ასეთი რამ მოხდეს.

ჩემი მანდატის შეწყვეტის დროს, ჩემთან რამდენიმე დეპუტატი იყო მოსული და თქვეს, რომ წინააღმდეგები იყვნენ ჩემთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე, მაგრამ მიაჭირა ღილაკს ხელი. ვერ დაგისახელებთ, ამ ადამიანების კონფიდენციალურობა უნდა შევინარჩუნო“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

გარდა ამისა, მან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ფარისევლურია მმართველი გუნდის განცხადება, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება სურთ.

„ეს არის მატყუარა ძალა. ჩვენმა საზოგადოებამ იმდენი ტყუილი ნახა, რომ ფარისევლური დაპირება, რომ უნდათ 12 რეკომენდაციის შესრულება არასდროს იქნება მიღებული ჩვენი საზოგადოების მიერ.

კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი მათ აღარ აპატიებთ იმ ტიპის მზაკვრობას, რომელიც ვნახეთ რუსეთის კანონის პირველი მოსმენით მიღებაზე. ძალაუფლების დაკარგვის შიში აიძულებთ ისაუბრონ ვითომდა განზრახვაზე, რომ რეკომენდაციებს შეასრულებენ“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

ამასთან, მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „ლელო“ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ეს ეროვნული დღეა. არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, რომ მან განსაზღვროს იმ დღის წესრიგი. ჩვენ, არ გვაქვს დაგეგმილი ამ აქციაში მონაწილეობა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ჩვენი ღონისძიებები, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენას ეხება. მიგვაჩნია, რომ ამ დღის მნიშვნელობაზე საუბარი არასდროს არის ზედმეტი. რაც შეეხება ამ აქციას, ვერცერთ პოლიტიკურ პარტიას ვერ დაუშლი, რომ გამოაცხადოს აქცია კონკრეტულ დღეს. ცხადია, ის პრაქტიკა, რომ ერთმა პარტიამ გამოაცხადა აქცია და სხვები უნდა შეუერთდნენ, რომელსაც საკუთარი დღის წესრიგი აქვს, არ მიმაჩნია სწორ პრაქტიკად. არც ის მიმაჩნია სწორ პრაქტიკად, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს სხვა დატვირთვის აქცია გამოაცხადო. ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

გარდა ამისა, მან შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ხედავს.

„მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაფიოა, ამ კაცის ადგილს ვერ ვხედავთ ქართულ პოლიტიკაში. მისი განცხადებები დამაზიანებელია ქართული პოლიტიკისთვის“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის