საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მათ, საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდების და ფინეთის ელჩებს გააცნეს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ნიკა გვარამიას პატიმრობას, გენდერული თანასწორობის საბჭოს როლს პარლამენტში და ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილ რეკომენდაციას, რომელიც, მისი თქმით, ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და კორპორატივიზმის სერიოზულ გავლენას სასამართლოში.

„ჩვენი ევროპული გზა - პირველ რიგში, ეს იყო მთავარი განსახილველი თემა და 12 სასიცოცხლო რეკომენდაციის შესრულება, რომელზეც პოლიტიკური ნების გამოხატვაც კი არ აქვს განზრახული „ქართულ ოცნებას". ელჩებს ვუთხარით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებისა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ეს დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფომ და საქართველოს მოქალაქეებმა", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური და ქეთევან თურაზაშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს