ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

ისლანდიაში, ევროპის საბჭოს მე-4 სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის როლს.

ილია დარჩიაშვილმა ესპანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში იმართება. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?