ანრი ოხანაშვილი - როგორ შეიძლება, ქართული მხარე იყოს უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის საწინააღმდეგო 500-ზე მეტი რეზოლუციის მხარდამჭერი და ვინმე გვაბრალებდეს, რომ ანტიუკრაინულ რიტორიკას ვაწარმოებთ?! - ეს არის ტყუილი!

როგორ შეიძლება, ქართული მხარე იყოს უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის საწინააღმდეგო 500-ზე მეტი რეზოლუციის მხარდამჭერი და ვინმე გვაბრალებდეს, რომ ანტიუკრაინულ რიტორიკას ვაწარმოებთ?! - ეს არის ტყუილი! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილი „ვერ ხედავს რეალურ მცდელობებს, რომ ომი დასრულდეს ან მოლაპარაკების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს“.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სპეკულაცია შეიძლება ნებისმიერი უწყინარი წინადადებიდან.

მისივე თქმით, ვერავინ დაასახელებს მის ვერც ერთ გამოსვლას, სადაც უკრაინას მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას არ უსურვებს.

„ამასწინათ მოვისმინეთ პრემიერის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტირება, ვერ დაასახელებთ მის ვერც ერთ გამოსვლას, სადაც არ უთქვამს, რომ ისურვებს მშვიდობას ევროპაში, უსურვებს უკრაინას მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ ქართულმა მხარემ, ჩვენ ან პრემიერმა, რომ უკრაინა დაადანაშაულა რაიმეში. პირიქით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმართვის, რომ გამოძიებულ იქნეს შესაძლო დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთთან მიმართებით, როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრთან ან ჩვენთან მიმართებით თქვათ, რომ ჩვენ ანტიუკრაინულ პოლიტიკას ვაწარმოებთ? ეს არის ტყუილი. როგორც შეიძლება ქართული მხარე იყოს უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის საწინააღმდეგო 500-ზე მეტი რეზოლუციის მხარდამჭერი და ჩვენ ვინმე გვაბრალებდეს იმას, რომ ანტიუკრაინულ რიტორიკას ვაწარმოებთ. ის, რომ ომი დამანგრეველია, უბედურება მოაქვს და უნდა დასრულდეს, ამას მგონი ყველა ვაცნობიერებთ, შესაბამისად, ყველამ რომ წვლილი უნდა შეიტანოს და გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც ომს დაასრულებს, ესეც ფაქტია და ვინმეს ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს. სად ნახეთ, რომ ვინმეს საყვედურობს, მცდელობები თუ არ არის, ეს ვინმეს მიმართ საყვედურია? თუ ეძებთ სპეკულაციებს, აბსოლუტურად უწყინარი წინადადებიდან შეგიძლიათ [შექმნათ]. ჩემთვის მკაფიოა ეს განცხადება და სამწუხაროა, თუ თქვენთვის არ არის მკაფიო“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ვითარების ესკალაციის ნაცვლად მხარეები უნდა დასხდნენ და ომის დასრულების შესახებ მოილაპარაკონ.

„სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი მაშინ, როცა მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით