საქართველოს ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი ეწვევა

11-13 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიხტენშტაინელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დომინიკ ჰასლერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

ასევე დაგეგმილია ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიხტენშტაინელი დიპლომატი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს მოინახულებს და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში