შალვა პაპუაშვილი - „ედისონ რისერჩის“ კვლევის სანდოობა ნულია, რადგან ის კეზერაშვილის მიერ ფინანსდება - მოსახლეობას რა უნდა, ეს ჩანს არჩევნებზე

კვლევის სანდოობა ნულია და ის ლობიზმის ნაწილია, რომ შექმნან განწყობები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" შიდა კვლევებიც აქვს, თუმცა პაპუაშვილი ამბობს, რომ მათი რეიტინგის ყველაზე კარგი მაჩვენებელი შუალედური არჩევნებია.

"სანდოობაა ნული, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციაზე და კვლევაზე, რომელიც ფინანსდება დავით კეზერაშვილის მხრიდან და სულ ახლახან კეზერაშვილმა დადო ლობისტური ხელშეკრულება, რომელიც გამჟღავნდა. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც კანონის მიღება ვერ შევძელით, ამერიკაში გამჭვირვალეა ყველაფერი და იქ გახდა ცნობილი, რომ ლობიზმს აქვს ადგილი და ამის ნაწილია ზუსტად, რომ არა გამოიკვლიონ განწყობები, არამედ შექმნან განწყობები. ეს სხვა დროსაც ყოფილა, წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო. თუ გახსოვთ, "მოსახლეობას უნდა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოსო" - არასერიოზულია ეს. რა უნდა მოსახლეობას, ეს ჩანს არჩევნებზე. ორი თვის წინ იყო არჩევნები, რომელმაც გვაჩვენა, რომ "ქართულმა ოცნებამ" უფრო მეტი ხმა მიიღო საარჩევნო უბნებზე, ვიდე 2021 წელს. დაბალი კონკურენციის და დაბალი მოტივაციის არჩევნებშიც კი ხალხმა საჭიროდ ჩათვალა მისულიყვნენ რაც შეიძლება ბევრნი, რათა ეთქვათ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა არის სწორი და მას მხარს უჭერენ. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს და დღეს ეს მხარდაჭერა იმდენია, რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, "ქართული ოცნება" კვლავ მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“.

გამოკითხვის შედეგები ასე ნაწილდება:„ქართული ოცნება“ - 37%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25, „საქართველოსთვის“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „ლელო“ - 4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე)“ - 4%, „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 3%, „დროა“ - 2, „ალტ ინფო“ - 2%, „მოქალაქეები” - 2, „ხალხის ძალა“ - 2%, „ევროპული საქართველო“ - 1%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით