ვასო ურუშაძე - Edison Research-ის კვლევა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ იქნება

Edison Research-ის კვლევა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რესურსი მართოს ხელისუფლება, ამავდროულად, შექმნას კოალიცია ყველა იმ პროდასავლურ პარტიასთან, რომელსაც იგივე სულისკვეთება აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გააჩნია.

„Edison Research-ის კვლევა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანების მკაფიო და ურყევი არჩევანი არის საქართველოს ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში, ინტეგრირება ევროკავშირში და ამ პერსპექტივას ისინი ხედავენ ოპოზიციასთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც არის სტაბილურად მზარდი და იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას აქვს რესურსი ხელისუფლებაში მოსვლის და ქვეყნის განვითარების იმ კონკრეტული დაკვეთის საპასუხოდ, რა დაკვეთაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს - ეს იქნება ჩვენი ინტეგრირება ევროკავშირში, ეკონომიკური განვითარება და იმ პერსპექტივების რეალიზება, რომელიც ჩვენ არ გვეძლევა „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების პირობებში, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამავდროულად არიან პროდასავლური ღირებულებების და ორიენტაციის მატარებლები, ბარიერს ზემოთ აღმოჩნდნენ და მათთან ერთად შევქმნათ კოალიციური ხელისუფლება, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მონაწილეობდეს ხელისუფლების მართვაში. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის დემოკრატია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დემოკრატიული პარტია დღეს, რომელმაც დანერგა შიდა დემოკრატიული პროცესები, დაწყებული თავმჯდომარის არჩევნებით, გაგრძელებული მაღალი თანამდებობის გადანაწილების ნაწილში და ეს არის გამოცდილება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქცევს ყველაზე ძლიერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიად, რომელსაც აქვს რესურსი მართოს ხელისუფლება, დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის მმართველობა, ამავდროულად ითანამშრომლოს და შექმნას კოალიცია ყველა იმ პროდასავლური პარტიასთან, რომელსაც აქვს იგივე სულისკვეთება, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით