რომან გოცირიძე - დღეს ორ გამოცდილ პროფესიონალს უარი უთხრეს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ კლანს

ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე - „ქართული ოცნება“ მოქმედებს ერთადერთი მიზნით, რომ მხოლოდ კლანის წევრები იყვნენ დანიშნულნი მაღალ თანამდებობებზე, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების ჩაგდებას, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა.

ამასთან, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ინფორმაცია ჟონავს იმის თაობაზე, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე პრეზიდენტი, საბჭოს წევრებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად აირჩია.

„ეს არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ჩააგდეს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრი. დღეს საბჭო ძირითადად ფორმირებულია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაგამოვლილი, მორჩილებით ნაცადი პირებით. მათზე იყო დიდი ზეწოლა სხვადასხვა სტრუქტურებიდან და როგორც ჟონავს ინფორმაცია, ასევე ძალოვანი სტრუქტურებიდან, როცა პირველი ვიცე -პრეზიდენტის არჩევა ხდებოდა. დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე. ამ გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით მიჰყვება სავალუტო ფონდის პროგრამის გაჩერება. ეს იქნება როგორც ქვეყნის საფინანსო რეპუტაციის, ისე ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი. „ქართული ოცნება" მოქმედებს ერთადერთი მიზნით, მხოლოდ კლანის წევრები უნდა იყვნენ დანიშნულნი მაღალ თანამდებობებზე, ვინც არ აკმაყოფილებს მორჩილების პრინციპს, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ვერ იქნება ვერსად წარდგენილი - ვერც სასამართლო, ვერც საფინანსო სისტემაში. დღეს ორ გამოცდილ პროფესიონალს უარი უთხრეს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ "ქართული ოცნების" კლანს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში