ილია დარჩიაშვილი - თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა

გუშინ დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში, რომელიც კოორდინირებს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროკავშირიდან. მასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა მაღალი რანგის დიპლომატი აშშ-დან, რომელიც ასევე ამ თემატიკაზე მუშაობს - ბატონი ჯიმ ო’ბრაიანი და წარმომადგენელი - კუმარ იერი დიდი ბრიტანეთიდან. ამ ფორმატში პარტნიორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა საქართველოში ენახათ ის გადადგმული ნაბიჯები, ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ხელისუფლებამ გასწია და სწევს ამ ძალიან რთულ ვითარებაში.

„ზოგადად, ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა. თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეთ ის, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ. საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან,“ - განმარტა დარჩიაშვილმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„კიდევ ერთხელ დარჩნენ გაწბილებულნი ჩვენი ოპონენტები, რადგანაც ხშირად გვესმოდა მათი მხრიდან შეფასებები, საფუძველს მოკლებული ბრალდებები და ეს კეთდებოდა მათი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და ამით ისინი აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიჯს. მათგან ინსპირირებული, ჩვენ ასევე გვესმოდა არაერთი ევროპელი ჟურნალისტის თუ პოლიტიკოსის საფუძველსმოკლებული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში, რათა საქართველომ გააგრძელოს იმ შედეგების გაუმჯობესება, რომლებიც გვაქვს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა და განმარტა, რომ საქართველოს ძალა სიმართლეშია და რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოს მხრიდან ფინანსური სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში