ირაკლი კობახიძე - ის, რომ თბილისიდან 40 კმ-ში რუსული ჯარი დგას, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ საბრძოლო მოქმედებები სააკაშვილმა დაიწყო - ეს ასევე თქვა ზურაბიშვილმაც

რეზოლუციაში წერია, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. მათ ამას ხელი მოაწერეს. ამ თემაში ღრმად არ შევდივარ, მაგრამ თვითონ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მან დაიწყო ომი. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რუსული ჯარი სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა და ის, რომ დღეს თბილისიდან 40 კმ-ში რუსული ჯარი დგას სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა.

„ეს ავანტიურისტული ქმედებები, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა. შემიძლია შეგახსენოთ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც ხელი „ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილმა მოაწერეს. იქ წერია,რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. მათ ამას ხელი მოაწერეს. ამ თემაში ღრმად არ შევდივარ, მაგრამ თვითონ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მან დაიწყო ომი. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი. პირდაპირ თქვა, არამარტო საქართველომ დაიწყო ომიო, ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ნათქვამი, რაც ძალიან ცუდი ნათქვამი იყო, მაგრამ მან თქვა, ასევე, თქვა, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა თავს ქართული ჯარიო. ეს არის სალომე ზურაბიშვილის ციტატა. ახლა დასკვნას გამოვიტან - თქვენ ეს კითხვები დაუსვით თქვენს პარტნიორებს - სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წადით და ჰკითხეთ სალომე ზურაბიშვილს, რას ფიქრობს დღეს. წადით და ჰკითხეთ „ნაცმოძრაობას“ ეთანხმებიან, თუ არა იმ ჩანაწერს, რომლის რეზოლუციაშია ჩადებული“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისვე თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც პრემიერმა თქვა - შედეგი, რომელიც დადგა იყო სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი.

„თავიდან ბოლომდე, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი იყო, რაც დადგა. ჩვენ რომ შეცდომები დაგვეშვა, მაგალითად, გასული 2-3 წლის განმავლობაში შედეგი იქნებოდა სხვა - არა მშვიდობა, არამედ ის, რაც „ნაცმოძრაობას“ უნდოდა კიდევ ერთხელ, ის, რაც მოგვიტანეს 2008 წელს. ეს იყო 500 დაღუპული ადამიანი და 30 000 დევნილი.ამაზე უარესი შედეგები უნდოდა „ნაცმოძრაობას“ ახლა, ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ „ნაციონალობა“ ნიშნავს გონების დაბინდვას“.

„რუსეთს შეიძლება ომი ნებისმიერ მომენტში უნდოდეს, მაგრამ შენ, როცა ხელისუფლება ხარ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს თავიდან აირიდო“, -განაცხადა კობახიძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო