თინა ბოკუჩავა ივანიშვილ-ბაჩიაშვილზე - თავად კოლაბორაციონისტებს, ყველგან ამერიკის აგენტები ელანდებათ

ბაჩიაშვილის საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილი ქართველ ხალხს ატყუებს - ეს საქმე ადასტურებს, რომ ივანიშვილი ქართველი ხალხის ხარჯზე ათეულობით მილიონ ლარს აკეთებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეს გამოეხმაურა და შეაფასა განცხადებები, რომ „ბაჩიაშვილი ამერიკის აგენტია“.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ივანიშვილი ქართველ ხალხს ატყუებდა, როდესაც არწმუნებდა, რომ საქართველოში არანაირი ბიზნესი არ აქვს.

„თავად კოლაბორაციონისტებს, ყველგან ამერიკის აგენტები ელანდებათ. უფრო და უფრო ემსგავსებიან ჩვენი ბნელი წარსულის, საბჭოური მმართველობის პერიოდს და მათ მმართველებს. 15 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ხშირად დავდიოდი და არ ვიცი, ეს თუ გახდება იმის საფუძველი, რომ მეც აგენტად შემრაცხონ. ეს ღიმილისმომგვრელია. სერიოზულად რომ ვისაუბროთ ამ საქმეზე, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ ივანიშვილი ქართველი ხალხის ხარჯზე ათეულობით მილიონ ლარს აკეთებს, მათ შორის გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფების გამოყენებით და მანიპულირებით ის ყოველწლიურად მდიდრდება. ქართველ ხალხს ატყუებდა, როდესაც გვარწმუნებდა, რომ საქართველოში არანაირი ბიზნესი არ აქვს. ბაჩიაშვილის საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილი ქართველ ხალხს ატყუებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება