თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს უმასპინძლეს

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ უილიამ ჰარტმანს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე დაესწრნენ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ტექნოლოგიურ ეპოქაში გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.

„დავით სუჯაშვილმა სტუმარს გააცნო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი კიბერ რეფორმები და ხაზი გაუსვა პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.

პირველმა მოადგილემ დასასრულისათვის ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული და დაგეგმილი მხარდაჭერისათვის, რომელიც მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების განვითარებასა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება