კახა კალაძე - იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარეობს, პოლონელი ექიმების მიერ ბიოლოგიური ნიმუშების ფარულად გამოტანით, დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ

იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარეობს, პოლონელი ექიმების მიერ ბიოლოგიური ნიმუშების ფარულად გამოტანით, ძალიან დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლისა და მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია დიდი სიცრუეა.

„არ ვიცი პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშების ფარულად აღება რისთვის სჭირდებოდათ, მაგრამ იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარეობს, ძალიან დიდი ალბათობით, გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ. ალბათ, შემდგომში ამაზეც გარკვეულ კამპანიას ააწყობდნენ. უკვე რამდენიმე თვეა ამ სიბინძურეს ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. რაც ხდება ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა, სააკაშვილის მოწამვლით დაწყებული, მოსალოდნელი სიკვდილით დამთავრებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს, კახა კალაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ იყო მიმართული.

„სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვა პრეზიდენტს უნდა დაუსვათ. მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. არც განწყობა მაქვს, რომ რაიმე ისეთ გადაწყვეტილებას ვიხილავთ, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა. ერთხელ უკვე ვნახეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება. არ მინდა პოლემიკა, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ იყო მიმართული.

სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას რაც შეეხება, ამ ადამიანს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რაზეც პატიმრობა აქვს მისჯილი. სხვა საკითხებზე იცით, რომ პროკურატურა მუშაობს, გამოძიება მიმდინარეობს და რა და როგორ წარიმართება გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა კალაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით