ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააფიქსირა პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, რეგიონის სხვა ლიდერებმაც ანალოგიური განცხადებები გააკეთონ, ამიტომ ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები

მნიშვნელოვანია, რომ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააფიქსირა თავისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე, რეგიონის სხვა ლიდერებმაც ანალოგიური განცხადებები გააკეთონ, ამიტომ ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ საკითხის წამოწევა მოხდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები იყო.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო. ახალი სამოქმედო ნაბიჯები იგეგმება, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადადგას პარტიამ. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ მოხდეს აქცენტირება, რადგან თანამედროვე ქვეყნები საქართველოს ვერ მიიღებენ ისეთს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით იმყოფება.

კანდიდატის სტატუსზე, კონკურენტუნარიან და სამართლიან საარჩევნო გარემოზე საუბარი ვერ იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილის სტატუსი ამ ფორმით შენარჩუნდება, ამიტომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააფიქსირა პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, რეგიონის სხვა ლიდერებმაც ანალოგიური განცხადებები გააკეთონ, ამიტომ ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები

მნიშვნელოვანია, რომ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააფიქსირა თავისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილიგათავისუფლების მოთხოვნაზე, რეგიონის სხვა ლიდერებმაც ანალოგიური განცხადებები გააკეთონ, ამიტომ ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ საკითხის წამოწევა მოხდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები იყო.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო. ახალი სამოქმედო ნაბიჯები იგეგმება, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადადგას პარტიამ. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ მოხდეს აქცენტირება, რადგან თანამედროვე ქვეყნები საქართველოს ვერ მიიღებენ ისეთს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით იმყოფება.

კანდიდატის სტატუსზე, კონკურენტუნარიან და სამართლიან საარჩევნო გარემოზე საუბარი ვერ იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილის სტატუსი ამ ფორმით შენარჩუნდება, ამიტომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად