მუსლიმები ჰიჯრას - ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს აღნიშნავენ

დღეს მუსლიმები 622 წელს, წინასწარმეტყველ მუჰამადის მექიდან მედინაში გადასახლებას, ჰიჯრას აღნიშნავენ.

ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ამ დღეს მუჰამადმა დაკარგა თავისი ტომის მფარველობა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ჰიჯრა, მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისია. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ისლამის ფორმირებისა და გავრცელებაში, ასევე, ახლად აღმოცენებული, ცენტრალიზებული სახელმწიფოს იდეოლოგიად გადაქცევის საქმეში. ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული მუსლიმური მთვარის კალენდრის დასაწყისი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მუსლიმებს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება