საბა ბუაძე - „ლაგუნა ვერეს“ და აბრეშუმის ფაბრიკის გაყიდვა არის იმის მორიგი დადასტურება, რომ ივანიშვილის უმთავრესი ინტერესი მეტი ფულის მოსახვეჭად ძალაუფლების გამოყენებაა

პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ლაგუნა ვერესა და აბრეშუმის ფაბრიკის გაყიდვა იმის დადასტურებაა, რომ ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი ინტერესი „ფულის მოსახვეჭად ძალაუფლების გამოყენებაა“.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ორი 50 - სართულიანი ცათამბჯენის აშენება „კალაძისა და ივანიშვილის ხელით თბილისის ურბანული გენოციდის გაგრძელება იქნება“.

მისივე თქმით, სატრანსპორტო თვალსაზრისით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კვანძი და ამ ადგილას ცათამბჯენების აშენება პრობლემას მეტად გაამწვავებს.

„ლაგუნა ვერეს“ და აბრეშუმის ფაბრიკის გაყიდვა არის იმის მორიგი დადასტურება, რომ ივანიშვილის უმთავრესი ინტერესი მეტი ფულის მოსახვეჭად ძალაუფლების გამოყენებაა.

თბილისელებს არ სჭირდებათ ქალაქში 50- სართულიანი ორი ახალი ცათამბჯენი. ეს პროექტი იქნება კალაძისა და ივანიშვილის ხელით თბილისის ურბანული გენოციდის გაგრძელება.

ამ ადგილზე კატეგორიულად დაუშვებელია ასეთი მასშტაბის მშენებლობა. მთლიანი ტერიტორია გაიყიდა, მათ შორის ლაგუნა ვერეც, რომლის მიწის ფართობს, დიდი ალბათობით, კომპანია კოეფიციენტისთვის გამოიყენებს (ანუ მშენებლობის მოცულობის გასაზრდელად) და ისე გადასცემს ქალაქს.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამ გვაჩვენა რომ კონკრეტულად ეს ტერიტორია ყველაზე მეტად არის პრობლემური უძლიერესი წყალმოვარდნების დროს, რის გამოც რეკომენდებულია აქ წარსულში არსებული ბუნებრივი ხევის აღდგენა.

სატრანსპორტო თვალსაზრისით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კვანძი, სადაც მასშტაბური მშენებლობა ძალიან ძვირი დაგვიჯდება თითოეულ ჩვენგანს. 50 სართულიანი ორი ცათამბჯენი უდიდესი დარტყმა იქნება თბილისის ისტორიული ლანდშაფტისთვის, რომელმაც უდიდესი ზიანი მიიღო წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

ცალკე საკითხია რა თანხა გადაიხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა მარიკა ვერულაშვილმა (ნაციონალური მოძრაობიდან) ამ ტერიტორიის შეძენაში და რამდენად ლეგალურია ამ ფინანსების წარმომავლობა. მის მიერ 2015 წელს შევსებული დეკლარაციას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ სრულიად ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოახერხა ხანმოკლე პერიოდში მრავალმილიონიანი ქონების დაგროვება“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო