შალვა პაპუაშვილი - ეროვნული ბანკის მიმართ პირდაპირი ზეწოლაა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია - პრეზიდენტს არაფრად მიაჩნია ხალხის მიერ დაწესებული წესები, ის თავად აწესებს წესებს და ისე მოქმედებს

პირდაპირი შანტაჟია ეროვნული ბანკის მიმართ, რომ ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა მის რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა.

„სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად დიდია ის უპატივცემულობა, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იჩენს ქართველი ხალხის და მის მიერ დაწესებული წესების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, გუშინ და დღეს ვნახეთ ზეწოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, მათ შორის ვნახეთ პრეზიდენტი, რომელიც მოუწოდებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ გადამდგარიყო. ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს მანამ, სანამ მისი შეხედულებით არ იქნება გამოცემული ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციები. ეს არის პირდაპირი შანტაჟი ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის. რაც მოვისმინეთ, ეს იყო მუქარა, რომ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკს უფუნქციოს გახდიდა. იმ პირობებში, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოში 3 წევრი გადადგა, იქმნებოდა სწორედ იმის საფრთხე, რომ შეიძლება საბჭოს წევრების რაოდენობა დასაშვებ მინიმუმზე ქვემოთ ჩამოსულიყო და საფრთხე შეჰქმნოდა მის ფუნქციონირებას, პრეზიდენტი პირიქით დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა მის რეგულაციას, ის ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა. ეს არის პირდაპირ ჩარევა კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს საქმიანობაში და პირდაპირი ზეწოლა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ. მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის უპატივცემულობას, რაც ძალიან მძიმეა. ეს არ არის უბრალოდ კონსტიტუციის ნორმების უგულებელყოფა, ეს არის პოზიცია, რომელიც ამბობს შემდეგს, რომ პრეზიდენტს არაფრად მიაჩნია ხალხის მიერ დაწესებული წესები, ის თავად აწესებს წესებს და ისე მოქმედებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, არავითარი ზიანი არ მისდგომია არც სანქციების აღსრულებას, არც საქართველოს მოქალაქეების და არც საერთო ინტერესს.

„კიდევ ერთხელ ხდება ყველაფრის ერთმანეთთან არევა და მანიპულაცია, მათ შორის გარკვეული ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბების. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე - პირველად მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა აშშ-ის სანქციების ქვეშ. აქედან გამომდინარე იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა სარგებლობდეს იმ კონსტიტუციური გარანტიებით, რომელიც არსებობს და ასე უაპელაციოდ ამ სანქციებს ვერ გადმოიღებს. ეს მიდგომა სხვათა შორის საქართველოს აქვს არაფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ საბანკო და ფინანსურ ტრანზაქციებს.

რაც შეეხება სხვა ტიპის სანქციებს, საქართველოს ისედაც ასეთი მიდგომა აქვს, რომ ჩვენ არ ვუერთდებით ასე ავტომატურად სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულს სანქციებს. ყველა სხვა ქვეყანას ასეთი დამოკიდებულება აქვს, არც ევროკავშირი იზიარებს აშშ-ის სანქციებს და პირიქით, ამერიკაც ასე ავტომატურად არ იზიარებს ევროკავშირის სანქციებს, მათ საკუთარი სანქციები აქვთ დაწესებული. რატომ? იმიტომ, რომ ყველა უპირველეს ყოლისა, პატივს სცემს იმ უფლებებს, რომელიც მათ მოქალაქეებს აქვთ. სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას ასე უაპელაციოდ არ იღებს, აქაც ასე მოხდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?