სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას არ ვაპირებთ - ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ

ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ - ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას შეძახილები მოჰყვა.

„ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ პირადად არ ვაპირებთ, ამიტომ შეკითხვები თქვენთან, რა თქმა უნდა, არ გვექნება, არც საქართველოს პრეზიდენტთან, იმიტომ რომ გასაგებია, რასაც აკეთებთ აქ, თუმცა ბოლომდე ამ საქმეს ვერ მიიყვანთ. როგორც მოგიწიათ რუსული კანონის უკან წაღება ასე...“, - განაცხადა სამადაშვილმა, რა დროსაც დეპუტატს მიკროფონი გაუთიშეს, რადგან, თავმჯდომარის განმარტებით, „პროცედურას არ ეხება“, შემდეგ, კი სალომე სამადაშვილმა კითხვები დააზუსტა.

„მე მაინც ვერ გავიგე, როდის გეგმავთ ამ სამარცხვინო რუსული იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში გამართვას, ხვალ თუ ზეგ? დაგვიზუსტეთ და საქართველოს პრეზიდენტს აძლევთ თუ არა უფლებას, სიტყვით გამოვიდეს?“ - მიმართა სამადაშვილმა თავმჯდომარეს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილს სურვილი ექნება, მას სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცემა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მისი წინადადებაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა, ხვალ, 12:00 საათზე დაიწყოს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს