გენადი არველაძემ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს სარა ანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კორეის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და გამოთქვეს მზაობა ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საქართველო-კორეის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების წარმატებით დასრულებას, რაც გულისხმობს ერთობლივი განცხადების ხელმოწერას მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების შესახებ.

„ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გულისხმობს ორ ქვეყანას შორის როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველო-კორეის ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს პერიოდში საქართველოში გამართვის საკითხი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრებს საქართველოში, 2024 წლის პირველ ნახევარში გამართავენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი