დავით ბერძენიშვილი - გვყავს ცუდი ხელისუფლება, რომელმაც მუქთად მიიღო დადებითი რეკომენდაცია- ევროკავშირი თავად იღებს პასუხისმგებლობას მომავალი წევრის მიმართ, საარჩევნოდ მძლავრი ინტერესი და მონიტორინგი იქნება, ისეთი, როგორიც არ ყოფილა

ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, რომელმაც მუქთად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ბერძენიშვილმა გადაცემაში ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაცემაში.

ამასთან, მისივე შეფასებით, არც უკრაინას და არც მოლდოვას სრულად არ შეუსრულებია რეკომენდაციები, ასე რომ საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის.

„12 რეკომენდაციიდან, რაც შესრულებულად ჩაგვითვალეს, კარგად ვიცით, რომ ძალიან დაბალი სტანდარტით არის შესრულებული. ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომ ჩვენ მივიღებდით სტატუსს, რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა:

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შარლ მიშელის მიერ დროის ნიშნულის გაჟღერება - „2030 წლისთვის ევროპა უნდა იყოს გაფართოებული“.

ასევე, რა თქმა უნდა, რუსეთის ღია და პირდაპირმა აგრესიამ დააჩქარა ევროპის გაფართოებაზე ინტელექტუალურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

არც უკრაინას და არც მოლდოვას სრულად არ შეუსრულებია რეკომენდაციები, ასე რომ, ჩვენ ამ კუთხით გამონაკლისები არ ვართ. ახლა დადგა მომენტი“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, მმართველ გუნდს არ უნდა 9 დათქმის შესრულება, რადგან აღნიშნული დათქმები უფრო რთული შესასრულებელია, ვიდრე 12 რეკომენდაცია იყო.

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ტიპოლოგიურად პოსტსაბჭოთა ხელისუფლებაა. ბიძინა ივანიშვილზე შემიძლია ვთქვა, რომ აზროვნებით უფრო რუსია. აზროვნების წესით, მართვა-გამგეობის წესით რაკი არადემოკრატიულია, ამიტომ მას თუ გაუჭირდება, რუსულსაც მიუახლოვდება.

ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ ნაწილობრივ მაინც გამოვგლიჯოთ მას თანამშრომლობა ამ 9 დათქმის შესრულებისკენ. ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, რომელმაც მუქთად მიიღო კანდიდატის სტატუსზე [დადებითი რეკომენდაცია]. მას არ უნდა 9- დათქმის შესრულება, რადგან ეს 9 დათქმა უფრო რთულია, ვიდრე 12 რეკომენდაცია იყო“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, იძულების რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას, ბერძენიშვილის თქმით, ეს ბერკეტია - ხელისუფლებაზე ზეწოლა.

„ძირითადი ბერკეტი არის ზეწოლა შინ და გარეთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ბრიუსელის ქუდის ქვეშ. მაშინ, როდესაც ბევრს ყურები ჰქონდა ჩამოყრილი, ძალიან ბევრი რამ გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციამ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, რას ითხოვენ პარტნიორები, როდესაც ქვეყანას მოუწოდებენ სამართლიანი და დემოკრატიულ არჩევნების ჩატარებისკენ, ბერძენიშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნებზე, ევროკავშირის მხრიდან მძლავრი მონიტორინგი იქნება.

„აქამდე რომ არ ყოფილა ისეთი ინტერესი და მონიტორინგი იქნება. ევროკავშირი თავად იღებს პასუხისმგებლობას მათი მომავალი წევრის მიმართ. საარჩევნოდ მძლავრი მონიტორინგი იქნება.

ღარიბაშვილმა ძალიან საინტერესო რამ თქვა: ბატონ [ჯეიკ] სალივანთან შეხვედრა იყო განმსაზღვრელიო. სალივანი არის ამერიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი. ეტყობა, ამერიკაში უსაფრთხოების საკითხებში მთავარმა ფიგურამ უთხრა, რომ ანტიდასავლური რიტორიკა გვერდზე უნდა გადაიდოს“ ,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის