სალომე ზურაბიშვილი - რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს

რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი და ევროკავშირი. არჩევანი გაკეთებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველო არსებობს, მაგრამ ის ნათლად გაკეთდა 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ და ეს მუდმივი არჩევანი იყო.

როდესაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა, მეორე დღეს გამოკითხვა იყო, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერის არა ჩვეულებრივი 80%, არამედ 85% აჩვენა.

არ ვიცი, შესაძლოა ამაზე მაღლაც შეგვიძლია. მაგრამ რაც უფრო საინტერესოა, 75% მხარს უჭერს ევროკავშირს უსაფრთხოების გამო და ეს უფრო ნათელი გახდა, ვინაიდან წინა დღით ადრე რუსეთმა, როგორც დიდი ხნის განმავლობაში ჩვევა აქვს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთი ჩვენი მოქალაქე მოკლა და მეორე მძევლად აიყვანა. ეს ისეთი რამეა, რაც პერიოდულად ხდება. აფხაზეთის აეროპორტი აიღეს და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის თავისი შავი ზღვის ფლოტისთვის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გარედან უყურებენ, როგორც ადგილს, სადაც საბოლოოდ უსაფრთხოდ ხარ.

„ევროკავშირს გარედან უყურებენ როგორც ადგილს, სადაც საბოლოოდ უსაფრთხოდ ხარ. და დარწმუნებული ვარ, ასეთი აზრი არსებობს ჩვენს პარტნიორებში ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, დღეს უკრაინა და მოლდოვა ამას გრძნობენ ევროკავშირთან დაკავშირებით - რომ არსებობს გარკვეული წითელი ხაზი, რომლის იქითაც რუსეთს მიწვდომა არ შეუძლია. ჩვენი ცხოვრების ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება. იმპერიალისტურ ძალად დარჩა. შესაძლოა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ევროპული და ზოგადად, დასავლური ძალები “ბრმანი” იყვნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ ახლა, რაც რუსეთის რეალობა აღმოაჩინეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ესაა რეალობა, რომელიც არ შეიცვლება მანამ, სანამ საბოლოოდ რუსეთი არ აღიარებს, რომ მას, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს მსოფლიოში, აქვს საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცეს.

ნებისმიერი რუსი რომ აიღოთ და თავისი ქვეყნის საზღვრების გავლება რომ სთხოვოთ, ზოგიერთი უკრაინას „ჩაითვლის“, ზოგიერთი საქართველოს „ჩაითვლის“, ზოგიერთი სხვა რაღაცას „ჩაითვლის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში