სახალხო დამცველი თამაზ გინტურის მკვლელობაზე - სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ოკუპანტებმა ასეთი ნაბიჯების შემთხვევაში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადონ

ყველაზე მთავარია, დღეს ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს. ამაში ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა - მხარდაჭერა მოვიპოვოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ასეთი ტიპის ნაბიჯები სამომავლოდ ვეღარ გადადგან ან თუ გადადგამენ, ამისთვის გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქართველის, ლევან გინტურის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

სახალხო დამცველმა აღნიშნული კომენტარი მედიასთან გორში გააკეთა, სადაც მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საქმეში პირველივე წუთიდან იყო ჩართული.

„სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან დიდი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ პირველივე წუთიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულებით ყველაფერში ჩართული ვართ. მთავარია დღეს, ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ გამეორდეს. ამაში გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, ამაში გვჭირდება ხელისუფლების აქტიური ნაბიჯები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენც, ამ შემთხვევაში, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქმის კურსში ჩავაყენოთ, ეს ინფორმაცია მივცეთ და მხარდაჭერა მოვიპოვოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ასეთი ტიპის ნაბიჯები სამომავლოდ ვეღარ გადადგან, ან თუ გადადგამენ ამისთვის გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი“, - განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა ასევე უპასუხა შეკითხვას, კიდევ რა მიმართულებით უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზთან და აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების დაცვისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა ეფექტური ნაბიჯი“.

„საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ ყოველ თვე იმისთვის, რომ უშუალოდ ადამიანებს შევხვდე და მათგან გავიგო იმ უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რა დარღვევებსაც იქ ადგილი აქვს. რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, არის მონაკვეთები, სადაც უსაფრთხოება მეტად არის გაძლიერებული და დაცული, არის [მონაკვეთები], სადაც მისვლა მარტივია, ეს ახალა დამოკიდებულია კონკრეტულად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სად არიან განლაგებულები. ამ შემთხვევაში კითხვაზე უნდა იყოს თუ არა [პასუხი] მე გამიჭირდება ყოველ შემთხვევაში. ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ცდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. უსაფრთხოების დაცვისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა ეფექტური ნაბიჯი. სადაც მოსახლეობას მე ვხვდები საოკუპაციო ხაზთან ის ადამიანები, საგუშაგოზე მყოფი ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მადლიერები არიან და მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციელებმა გადაარჩინეს ჩვენი მოქალაქეები გატაცებას, მათ შორის, გატაცებულიც დაუბრუნებიათ, ასე რომ, ამ ნაწილში მათ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი ეთქმით. რაც შეეხება აქ უნდა იყოს თუ არა,[საგუშაგო, ან უსაფრთხოების ზომები მიღებული] ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი