გიორგი ვაშაძე - ბენ მალეტი, რომელიც გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა საქართველოში, გაურკვეველი მიზეზით, სუს-ის დავალებით გააბრუნეს - ეს მეტყველებს იმაზე,  როგორ გარემოში მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება

“ქართული ოცნება” ისეთ პანიკაშია, რომ ჩვენი და “ნაციონალური მოძრაობის” ამერიკული საკონსუტაციო ჯგუფის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბენ მალეტი, რომელიც გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა საქართველოში გაურკვეველი მიზეზით, სუს-ის დავალებით გააბრუნეს ქვეყნიდან.

"ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს რეკომენდაციის გათვალისწინებას, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს.

ეს არის რუსული რეჟიმის რეპრესიების მცდელობა და პანიკა. მათ ეშინიათ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების, რადგან იციან, რომ მათი რეჟიმის დასასრული სულ უფრო ახლოვდება!",- აღნიშნავს ვაშაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ