შალვა პაპუაშვილი ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე - აბსურდია მსჯელობა ხმების გაყალბებაზე პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით - ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს მსჯელობას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არაელექტრონული პირადობის მოწმობების მფლობელებსაც მიეცეთ, სამსჯელო საკითხი უწოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას, რომელიც ამ ინიციატივას აკრიტიკებს, შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები რისკებთან დაკავშირებით და ასევე, წარმოადგინოს ამ რისკების დაძლევისთვის საჭირო წინადადებები.

პაპუაშვილის ინფორმაციით, საქართველოში არ არის მოსახლეობის დიდი ჯგუფი, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძველ პირადობის მოწმობებს, მაგრამ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ.

„აბსურდია მსჯელობა ხმების გაყალბებაზე პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს მსჯელობას და მათ შეუძლიათ, წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები რისკებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, წინადადებები თუ რაიმე რისკებს ხედავენ, ეს რისკები როგორ უნდა იყოს დაზღვეული. კიდევ ერთხელ, არ არის დიდი რაოდენობა მოქალაქეობის, რამდენიმე ათასი ადამიანია, არ არის დიდი ჯგუფი, მაგრამ ეს არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, რომ არ შევუზღუდოთ მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს მსჯელობას. საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდებით. საქმე იმაშია, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც სხვა მხრივაც პირადადაც მოგვმართავენ, თქვენ გარემოცვაში იქნებიან, ალბათ, რომლებსაც აქვთ ჯერ კიდევ ძველი პირადობა და არის დილემური სიტუაცია. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს მუდმივად აქვს აქციები, რომ უფასოდ, წახალისებით, ადგილზე მისვლით, მობილური იუსტიციის სახლებით ჩაანაცვლოს ძველი პირადობები და მისცეს ახალი პირადობის მოწმობები, მაგრამ არიან მოქალაქეები, რომლებიც ინარჩუნებენ ძველ პირადობებს და საჭიროა ამისთვის რაღაც გამოსავლის მოძებნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებით არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე მოქალაქეებიც შეძლებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში