სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5%-ზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ

დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5 პროცენტზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და „ლელოსთვის“ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ გაუკვირდება, რომ ბარიერის დაწევაზე დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულოს.

„მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება", ბარიერის დაწევა იყო შეთანხმება მათ შორის, მიშელის დოკუმენტით, რომლიდანაც „ქართული ოცნება" გავიდა და არ გამიკვირდება, არც ეს პირობა არ შეასრულოს. მთავარი არის არა ბარიერის დაწევის საკითხი, არამედ იმ პოლიტიკური ფორმულის მოძებნა, რომელიც შეცვლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას”, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გადარჩენისთვის. მე დარწმუნებული ვარ, იმ საზოგადოებრივი განწყობის ფონზე, რამდენი გაყალბებული შედეგიც არ უნდა გამოაქვეყნოს „ქართულმა ოცნებამ“ და თავის დამშვიდებას შეეცადოს, ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეების 70 პროცენტი ითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5 პროცენტზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და "ლელოსთვის" ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი”, - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალოს.

„ხელისუფლებამ, რომელმაც ჩააგდო ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, მოლოდინი, რომ რაიმე ახალ პირობას ან ძველ შეუსრულებელ პირობებს ამ ჯერზე შეასრულებენ, ცხადია, არ გვაქვს. ხელისუფლების შეცვლის გარეშე არანაირი მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ჩვენს ქვეყანაში არ გაიხსნება, გასაღები ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, არის რუსული რეჟიმის დასრულება ქვეყანაში”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში