სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი, ანტიევროპული პროპაგანდა დასრულდა იმით, რომ დამატებითი პირობა დაწესდა ანტიევროპული პროპაგანდის შესაწყვეტად

ძალიან ცინიკურია, რომ ქართველ ხალხს ამ დარბაზიდან ევროკომისიის გადაწყვეტილებას ულოცავენ პარლამენტის უმრავლესობიდან ის წევრები, რომელთაც საკუთარი საპარლამენტო მანდატი გამოიყენეს, რათა ეს დღე არ დამდგარიყო - თქვენი [„ქართული ოცნების“] აღვირახსნილი ანტიევროპული პროპაგანდა დასრულდა იმით, რომ დამატებითი პირობა დაწესდა ანტიევროპული პროპაგანდის შესაწყვეტად ქვეყანაში,- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტყუილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე მოთხოვნები შეასრულა, რადგან ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობები გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად, ნათლად აჩვენებს, რომ „ევროკავშირის მოთხოვნების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა“.

„მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებით გზა გვეხსნება იმისთვის, რომ რეალურად დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ალბათ, ძალიან ცინიკურია, რომ ქართველ ხალხს ამ დარბაზიდან ამ გადაწყვეტილებას ულოცავენ პარლამენტის უმრავლესობიდან ის წევრები, რომელთაც საკუთარი საპარლამენტო მანდატი გამოიყენეს, რათა ეს დღე არ დამდგარიყოო. სამარცხვინო „რუსული კანონი“ მიიღეს ამ დარბაზში. სწორედ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგია, რომ მოგიწიათ, უკან წაგეღოთ სამარცხვინო გადაწყვეტილება და ვერ ჩაშალეთ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ნამდვილად მისალოცია, რომ ევროკომისიამ, თუ ვინ დაეტოვებინა იმედგაცრუებული - ქართველი ხალხი თუ რუსეთი და მათი მოკავშირე ხელისუფლება, რომელმაც საბოტაჟი მოუწყო ევროპულ მომავალს, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დარჩენილიყო იმედგაცრუებული და გზა გახსნა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ გადაწყვეტილებას ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ვულოცავ და მადლობას ვეუბნები მათ, შეუპოვარი ბრძოლისთვის რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და იმისთვის, რომ არ მოგცეს შესაძლებლობა, ევროპული მომავალი მოგეპარათ.

აქ მოვისმინეთ ბევრი ტყუილი იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე მოთხოვნები შეასრულა. ძალიან მარტივია - ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობები გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა და მეტიც - თქვენი აღვირახსნილი ანტიევროპული პროპაგანდა დასრულდა იმით, რომ დამატებითი პირობა დაწესდა ანტიევროპული პროპაგანდის შესაწყვეტად ქვეყანაში. თქვენი გადაწყვეტილება, რომ საერთოდ ჩამოშორდეთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, დასრულდა ახალი პირობით, რომ საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. მეტიც, სწორედ იმიტომ, რომ არავის აქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებს, მოლაპარაკების დაწყება პირდაპირ დაუკავშირდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი, სამწუხაროდ დაგვიანებით მიმდინარეობს. დღეს უკვე უნდა ვხსნიდეთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მაგრამ შარშან „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ გვარამიას დაპატიმრება უფრო მნიშვნელოვანი იყო და შემდეგ ეს ყველაფერი გააგრძელა საკუთარი ხელდასხმული პრეზიდენტის იმპიჩმენტით, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ევროპული მომავალი ჩაეშალა. დაგვიანებით, მაგრამ კანდიდატის სტატუსს ვიღებთ.

ამ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ევროკავშირთან მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ეს არის რეალობა და ეს გვითხრა ევროკომისიამ, როდესაც ცალსახად თქვა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და ხელისუფლებას, რომელიც გაატარებს იმ რეფორმებს, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები