მაია ბითაძემ  გამწვანების პროექტის განხორციელების საკითხებზე აჭარაში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე პროექტის „მწვანე და რეკრეაციული სივრცეებისთვის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ბათუმის მერიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს პარლამენტის მიერ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების გაცნობა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ხელშეწყობა წარმოადგენდა.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კოდექსით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაევალათ, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე მწვანე ნარგავების გაშენების, ჭრის ნებართვის გაცემისა და საკომპენსაციოდ დარგვის განხორციელების წესი და პირობები. კოდექსის თანახმად, გამწვანების პროექტის წარდგენა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარსადგენ დოკუმენტაციის სავალდებულო ნაწილი გახდა.

როგორც მაია ბითაძემ კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებთან დაკავშირებით აღნიშნა, ეს მიდგომები თბილისში 2019 წლიდან უკვე მოქმედებს და პრაქტიკული შედეგებიც აქვს. მისივე თქმით, გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება რეგიონის მუნიციპალიტეტებს მომავალი წლიდან ექნებათ. კომიტეტი მზადაა, შესაბამისი დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და თბილისის გამოცდილების შედეგები გააცნოს.

საინფორმაციო შეხვედრას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი