ირაკლი ქადაგიშვილი - იმის გამო, რომ ოპოზიციამ კარგად არ იმუშავა და დემოკრატიული პროცესი ჩააგდო, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო - ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოზიტიური გადაწყვეტილებაა

იმის გამო, რომ ოპოზიციამ კარგად არ იმუშავა და დემოკრატიული პროცესი ჩააგდო, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე დასმულ კითხვას.

ქადაგიშვილის ინფორმაციით, ივანიშვილის პრემიერ მინისტრად არჩევის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, როგორც ეს პარტიის ყრილობაზე აღინიშნა.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან აბსოლუტურად პოზიტიურად იქნა აღქმული. რაც მთავარია, ამ წელს, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური ხარისხის გამოწვევებთან გამკლავება უხდება და ძლიერი კონსოლიდაცია მართლაც მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ქვეყანაში ნორმალური და სერიოზული პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, როდესაც ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე რეალური დადებითი გავლენა არ გააჩნია და მხოლოდ უკიდურესი მარგინალიცაზიით არის დაკავებული, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება დემოკრატიული კონტროლის გარეშე რჩება და შესაძლოა გარკვეული რისკები გაჩნდეს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ რისკების თაობაზე ისაუბრა და ის ამ რისკების დასაზღვევად არის - ეს არის შესაძლო რისკი და არა ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა მისადაგებული იყოს იქითკენ, რომ ქვეყანაში კორუფციის რისკების გაჩენის პრევენცია მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში