თინა ხიდაშელი - კორუფცია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის, განსაკუთრებით ელიტური კორუფცია

მიმაჩნია, რომ კორუფცია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის, განსაკუთრებით ელიტური კორუფცია, განსაკუთრებით, როდესაც კორუფციის გამოვლინებებში ჩვენი მაინც და მაინც არაკეთილმოსურნე მეზობელი სახელმწიფოს კომპანიები მონაწილეობენ, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორთან, რიჩარდ ნეფიუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, ამერიკელ მაღალჩინოსანს ის შემთხვევები გააცნეს, რომელიც „სამოქალაქო იდეის“ მიერ არის გამოვლენილი.

ამასთან, როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ახალი კომპონენტი შემოდის საქართველოში ჩინური კომპანიების სახით და "ამის დემონსტრირებისთვის კომპანია „სინოჰიდროს“ "ქეისიც" კმარა".

„შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და მნიშვნელოვანია ყოველთვის ასეთი ტიპის შეხვედრები ინფორმაციის გაცვლისთვის. მიმაჩნია, რომ კორუფცია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის, განსაკუთრებით ელიტური კორუფცია, განსაკუთრებით, როდესაც კორუფციის გამოვლინებებში ჩვენი მაინც და მაინც არაკეთილმოსურნე მეზობელი სახელმწიფოს კომპანიები და სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობენ. დღეს ახალი კომპონენტი შემოდის საქართველოში ჩინური კომპანიების სახით, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოში კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს აღარ არის უბრალოდ აღებ-მიცემობის თემა. საკითხები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი, ძირითადად ეხება სტრატეგიულ კორუფციას, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და როდესაც კორუფცია ხდება ეროვნული უსაფრთხოების თემა. ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი პარტნიორები, იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოს სერიოზული დახმარება სჭირდება - 2024 წელია, საარჩევნო კამპანია დაიწყება მალე, ხელისუფლება დაიწყებს პარტიული ინტერესებისთვის უზარმაზარი ფულის ხარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საარჩევნო ამოცანებისთვის და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ყოველდღიური და ყოველწუთიერი მონიტორინგი იმისთვის, რომ უმძიმესი შედეგები არ დადგეს, რომელიც რთულად დაეტყობა ამ ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის მაგალითებია საჭირო იმისთვის, რომ დამაჯერებელი იყო შენი შეფასებები, შესაბამისად, მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა მთავრობამ „სინოჰიდროს“ საქმით და შეგვიძლია ეს მოვყვეთ და უცებ დავასრულოთ ლაპარაკი, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი ჩანს, როგორ ცუდად შეიძლება წავიდეს საქმე, როდესაც ერთ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ დასაწყისში. ამიტომ, დაწყებული ბატონი ღარიბაშვილის შვილის ამერიკაში გამგზავრებით და გაგრძელებული სტრატეგიული კორუფციის საქმეებით, რომელიც ჩინურ კომპანიებს შეეხება, ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ ამ შეხვედრაზე,“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისი განმარტებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზე საუბარიც ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორთან შეხვედრაზე იყო, ანტიკორუფციულ სააგენტოს შეეხებოდა.

„ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც რეფორმას მოჰყვა. მთავარი ორი მიმართულება, რომელიც რეალურად სახეზე უნდა ყოფილიყო - სააგენტოს დამოუკიდებლობა და საგამოძიებო უფლებამოსილება, არ არის სახეზე, ამაზე ვენეციის კომისიამაც მიგვითითა და ძალიან ნათელი და ღია ჩანაწერი გაჩნდა მათ შეფასებაში და ბუნებრივია ამაზე იყო საუბარი“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში