ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან, მათი გაერთიანება „ახალი“ კი არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებს

ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან. მათი გაერთიანების სახელწოდება იქნება "ახალი", ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, იციან, როგორ უნდა დაძლიონ სირთულეები და უპასუხონ გამოწვევებს.

„ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ გაერთიანება "ახალის" ფერებსა და ლოგოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელიის ფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და თეთრთან ერთად რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, ეს არის ჩვენი წინ მიმართული ისარი, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ, არ გავიხედავთ უკან და მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა გვარამიამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე