რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა

რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„კრემლისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის ამერიკის ხელისუფლების მიერ მასობრივად დაწესებულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის ფედერაციაში შესვლა 227 ამერიკელისთვის იხურება, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებაში, განხორციელებასა და გამართლებაში მონაწილეობენ, ასევე უშუალოდ არიან ჩართული ანტირუსულ ქმედებებში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, რუსული „სტოპ-ლისტის“ გაფართოება მიზნად ისახავს „უბრალო ჭეშმარიტების შესახებ ვაშინგტონის ცნობიერების რეფლექსურ დონეზე კონსოლიდაციას, რომ ნებისმიერი აგრესიული მცდელობა დაუსჯელი არ დარჩება და გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა