თინა ბოკუჩავა კეზერაშვილზე - მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, ამიტომ ნონსენსია თავისთავად თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა

მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს [დავით კეზერაშვილს] საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ამიტომ ნონსენსია თავისთავად ეს თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე ვიზის არ გაცემის ფაქტს.

ბოკუჩავა „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ყოფით და იმ უმძიმესი გზით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადიან, მაგალითად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე.

„ეს არის ხელისუფლების მორიგი სამთავრობო პროპაგანდისტული აბსურდი, რომელიც „შეთითხნეს“. მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს [დავით კეზერაშვილს] საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ამიტომ „ნონსენსია“ თავისთავად ეს თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა. მე მათ ვურჩევდი, რომ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ყოფით და იმ უმძიმესი გზით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადიან, მაგალითად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, რომელთაც არ აქვთ ვიზები, შესაბამისად ამერიკის ტერიტორიაზე შეღწევა უწევთ უვიზოდ. დამერწმუნეთ, ძალიან მძიმე ისტორიებს მოისმენენ და ამაზე ფოკუსირდნენ და კონცენტრირდნენ. საქართველოს მოქალაქეებს რომ ამ გზის გავლა არ უწევდეთ იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებამ შეიყვანა, ეს იქნებოდა მათი მხრიდან პასუხისმგებლობიანი საქციელი”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის