მოსკოვის პროკურატურა საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციების მონაწილეებს ხუთ წლამდე პატიმრობით ემუქრება

მოსკოვის პროკურატურამ ქალაქის საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა, - ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ვრცელდება მოწოდება 17 მარტს, 12:00 საათზე „საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მიზნით მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არც მითითებული საჯარო მასობრივი ღონისძიებები და არც ის ადგილები, სადაც ისინი ტარდება არ არის დამტკიცებული ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, ამ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ისჯება რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, „უკანონო ქმედებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას და საარჩევნო კომისიის მუშაობის თავისუფლად განხორციელებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ცნობისთვის, 17 მარტს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ" იგეგმება, რომლის ინიციატორი სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი დეპუტატი, მაქსიმ რეზნიკია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ვლადიმერ პუტინის ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის