Webster University Georgia ახალ საბაკალავრო პროგრამას, ფსიქოლოგიის მეცნიერებას ამატებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ინგლისურენოვანი პროგრამის კოდია 2020104.
როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, ბოლო პერიოდში აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით იზრდება და სწორედ ამიტომ გადაწყდა საქართველოს კამპუსში მისი შეთავაზება.
„Webster University Georgia-მ პირველი სტუდენტები 2022 წელს მიიღო და მას შემდეგ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად ახალგაზრდებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ უწევთ. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს, რომელიც ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკული და ევროპული კამპუსების კურსდამთავრებულების დიპლომის ანალოგიური იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ვებსტერ საქართველო გახდა საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც რეგიონის მოწინავე სტუდენტებს დააკავშირებს. ახალი სასწავლო წლიდან კი სტუდენტებს ახალ პროგრამას შევთავაზებთ. სასწავლო პროგრამების ცვლილება მათზე მოთხოვნის გამო ხდება. ამჟამად ფსიქოლოგიის მეცნიერება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა,“ - აცხადებენ უნივერსიტეტში.
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის მეცნიერების პროგრამა სტუდენტს აძლევს ცოდნას ძირითადი ფსიქოლოგიური ცნებების, ბიოლოგიური, შემეცნებითი, პიროვნული და სოციალური კონტექსტის გასაგებად და ინდივიდების ქცევის აღსაწერად. სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ საბაკალავრო პროგრამას ფსიქოლოგიის მეცნიერებაში, ექნებათ დარგის საფუძვლიანი ცოდნა და გამოუმუშავდებათ კვლევის უნარები, შეეძლებათ მონაცემთა ანალიზი, და შეძლებენ სწავლა განაგრძონ ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს კლინიკური ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია და სხვა.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:
Webster University Georgia 2000-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზეა განთავსებული და აერთიანებს ლაბორატორიებს, აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას და სამუშაო სივრცეებს.
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 22 000 ლარია.
(R)