გია ვოლსკი - „ვეტინგის“ სისტემას საქართველო არ იმსახურებს - არ იმსახურებს დამცირებას!

„ვეტინგის“ სისტემას საქართველო არ იმსახურებს! არ იმსახურებს დამცირებას, ღირსების ასეთ შემლახველ წინადადებასაც კი! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ვეტინგის“ სისტემა არ უნდა განხორციელდეს, თუკი ქვეყანას თავმოყვარეობა გააჩნია.

„ვეტინგს“ საქართველო არ იმსახურებს და არც ის სტრუქტურა იმსახურებს, რასაც სასამართლო და მართლმსაჯულება ჰქვია. არ იმსახურებს დამცირებას, ღირსების ასეთ შემლახველ წინადადებასაც კი! მეორე საკითხია განხორციელდება თუ არა. არ უნდა განხორციელდეს, თუკი ქვეყანას გააჩნია თავმოყვარეობა და განსაკუთრებით, თუკი ყველა საერთაშორისო დონეზე მართლმსაჯულების სისტემა იმ რეიტინგით ფასდება, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის