“სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული კომპენსაცია ინდექსაციას დაექვემდებარება

“სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული კომპენსაცია ინდექსაციას დაექვემდებარება.

მთავრობის ინიციატივით კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანს ყოფილი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვილი პირების, ასევე იმ ადამიანების კომპენსაციის ზრდა წარმოადგენს, ვინც კანონიდან გამომდინარე განსხვავებულ კომპენსაციას იღებენ.

დაგეგმილი ცვლილებებით კომპენსაციის არსებული 560 ლარიანი ლიმიტი იზრდება და 1 000 ლარით განისაზღვრება. ამასთან, როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა სამინისტოსთან შედგა შეთანხმება ინდექსაციის შესახებ.

“1000 ლარიანი ჭერი 2025 წლის ბოლომდე იქნება. ამის შემდეგ ბიუჯეტის ყველა დამტკიცებისას ინდექსაციის საკითხი განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენი ლარითაც საბაზისო პენსია გაიზრდება, ანალოგიურად მოხდება ზედა ჭერის ზრდა.

ამ სიკეთით ისარგებლებენ როგორც ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები, ასევე ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ყოფილი დიპლომატები, სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

“სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის