მამუკა მდინარაძე ანაკლიის პორტზე - სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს

ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემა რამდენიმე წლით უკან დახია და ახლა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით , - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა გზით შეეცდება, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, პროექტი, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს შეტანილი, კონსტიტუციური დათქმა გვაქვს მასთან დაკავშირებით გაკეთებული და ბუნებრივია ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა გზით ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით, შესაბამისი თანაინვესტირებით და სახელმწიფოს დომინირებული ჩართულობით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!