მსჯავრდებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტრენერის პროფესიას დაეუფლებიან

სპეციალური პენიტენციური სამსახური სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ამ მიზნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მემორანდუმი ხელს უწყობს დაწესებულებებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების განვითარებას/ხელშეწყობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მიერ მსჯავრდებულების ინსტრუქტორებად მომზადებას/გადამზადებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ტრისტან გულბიანმა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სპორტის ოთხ სახეობაში – ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში – №5, №12 და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებმა მწვრთნელებად მომზადების მოკლევადიანი კურსი პროფესიონალი ტრენერის დახმარებით უკვე გაიარეს. პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულებს სერტიფიკატებიც გადაეცათ და ისინი დასაქმებას შეძლებენ მწვრთნელის შესაბამის პოზიციაზე როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე გათავისუფლების შემდგომ.

პენიტენციური სამსახური ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას და დაწესებულებების თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვის პროცესს კვლავ გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა