იწყება პროექტი - STEAM მასწავლებელთა კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, STEM ინოვატორთა ასოციაცია, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი, SALiS-ი, FabLab-ი და უნილაბი კვლავ იწყებენ საერთო პროექტს – STEAM მასწავლებელთა კონკურსი. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის მიზნებია:

STEAM მიმართულების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია;

STEAM მიმართულების მასწავლებლების მოტივაციის გაზრდა;

STEAM მიმართულებით სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება მთელი საქართველოს მასშტაბით;

STEAM მიმართულებით პროექტების განხორციელებაში მასწავლებლების დახმარება შესაბამისი ტექნოლოგიური რესურსის საფუძველზე;

მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში.

STEAM მიმართულება მოიცავს მეცნიერებასთან, ტექნოლოგიებთან, ინჟინერიასთან, ხელოვნებასთან ან მათემატიკასთან დაკავშირებულ პროექტებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის STEAM მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ მოსწავლეებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი STEAM მიმართულებით ან შექმნან საგანმანათლებლო რესურსი.

კონკურსი შედგება 5 საფეხურისგან, რომელთაც მასში მონაწილეობის მსურველი მასწავლებელი გაივლის: სარეგისტრაციო ფორმის შევსება; STEAM იდეების შერჩევა და გასაუბრება შერჩეულ გუნდებთან.

გასაუბრების დროს დაზუსტდება მონაწილეთა მიერ შემოთავაზებული პროექტების ტექნიკური პარამეტრები და შეთანხმდება სამუშაო გეგმა, ასევე განიხილება პროექტის მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისათვის.

კიბერლაბორატორია „უნილაბის“, „ფაბლაბის“ საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრ SALiS-სა და STEM ინოვატორთა ასოციაციის მენტორები გაინაწილებენ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც დაეხმარებიან მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებს.

მასწავლებელი კონფერენციაზე მოსწავლეთა დახმარებით საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს საკუთარ მატერიალურ პროდუქტს და გამართავს პროდუქტის შესახებ პრეზენტაციას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/cw0zkPBA რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 აპრილი. პროექტის პარტნიორები არიან: „უნილაბი“; „STEM ინოვატორთა ასოციაცია“ და FabLab-ი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის